ელჩების კონფერენცია 2022 – თბილისში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ღონისძიება იმართება. შეკრების მონაწილეები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გასული წლის საქმიანობას აჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. აქცენტი კეთდება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.
გიორგი კობერიძე დეტალებით.