ელჩების კონფერენცია

თბილისში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2023“ გრძელდება.

დღეს დისკუსიის თემა იყო ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ფონზე, რომელსაც მოდერაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი უწევდა. ასევე, შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეებთან ერთად, მონაწილეებმა იმსჯელეს სახელმწიფოს პოლიტიკაზე, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ, ამ კუთხით განიხილეს არსებული გამოწვევები და ისაუბრეს ქართული დიასპორის გაძლიერებისთვის არსებულ სამომავლო გეგმებზე.