ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა    

აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება ეკონომიკური ზრდის ახალი მონაცემები.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრების მიხედვით, 2019 წლის მარტში დაფიქსირებული მაჩვენებელი, წინა წლების ანალოგიურ პერიოდს აღემატება. საუბარია ეკონომიკის 6%-იან ზრდაზე.

სტატისტიკაში მითითებულია ის სფეროებიც, სადაც ეკონომიკური აქტივობები განსაკუთრებით მაღალი იყო. თუმცა მათ შორის არ მოხვდა სამშენებლო სექტორი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია.

საქსტატის მონაცემების გაცნობის შემდეგ, ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები მოქალაქეების ნაწილის ჯიბეზე, ნაკლებად აისახება.