პარლამენტმა დღეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდსაც მოუსმინა.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლის დიდი ნაწილი ტურიზმის სფეროში მიყენებული ზარალის შემცირების გზებს დაუთმო, აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის გასაზრდელად დაგეგმილ ინიციატივებზეც. როგორც დღეს გახდა ცნობილი, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები შესაძლოა დიდ ბრიტანეთთან და ინდოეთთანაც გააფორმოს.
რა იწვევს ლარის კურსის თითქმის ყოველდღიურ ვარდნას, – ეს კითხვა ყველაზე ხშირად ისმოდა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის დროს.
ოპოზიცია საკომიტეტო მოსმენების ბოიკოტს განაგრძობს. უკვე ხვალ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქციების ფორმატში განახლდება. „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასხვავებით, „ევროპული საქართველო“ ხვალინდელ შეხვედრას არ აუქმებს.