ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა „ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის“ პრეზენტაცია წარადგინა. კვლევის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება დემოკრატიულ ქვეყნებზე 6.8 პროცენტით არის შემცირებული. კვლევის თანახმად, ევროკავშირი ინარჩუნებს მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში. რაც შეეხება ავტორიტარულ და ჰიბრიდულ ქვეყნებზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას, 2007 წლიდან დღემდე, მათი წილი საგარეო ვაჭრობაში გაზრდილია. ეკონომიკური დამოკიდებულების შესაფასებლად გამოყენებულია შემდეგი ინდიკატორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საქონლის ექსპორტი და იმპორტი, საგარეო ვალი და ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები.