ყოფილი ავიატორები და თბილისის აეროპორტის ყოფილი თანამშრომლები ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ. მათი განცხადებით, 2003 წლამდე აეროპორტის აქციებს თანამშრომლები ფლობდნენ, თუმცა, მათივე განმარტებით, უკანონოდ ჩამოართვეს და ტენდერის საშუალებით ინვესტორს გადასცეს.
ავიატორები ამბობენ, რომ ინვესტიციის გადაცემას ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მოაწერა ხელი. ავიატორები 41%-იანი წილის დაბრუნებას მოითხოვენ. ეკონომიკის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პრობლემით სპეკულირებას ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს. უწყებაში განმარტავენ, რომ 2005 წელს, როდესაც ინვესტიციების გადაცემა მოხდა, ნათია თურნავა სამინისტროში არ მუშაობდა.
სამინისტროში ავიაციის სფეროს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, არ აყვნენ პროვოკაციებს.