ეკონომიკის სამინისტრო სემეკის გადაწყვეტილებას ეხმაურება

სახელმწიფომ მოახდინა შესასყიდი გაზის ფასის სუბსიდირება, რამაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საშუალება მისცა, ბუნებრივი გაზის ტარიფი უცვლელი დატოვოს და მცირედით შემციროს კიდეც, – ასე ეხმაურება სემეკის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო.

მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა განმარტავს, რომ სახელმწიფო საკმაოდ დიდხანს მუშაობდა ამ მიმართულებით, რესურსი კი მიდის არა ბიუჯეტიდან, არამედ გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციიდან და რომელიმე კერძო კომპანია ამ გადაწყვეტილებაში არ მონაწილეობს.