ეკა გიგაური თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
„საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი უწყებაში უკვე 2 საათზე მეტია იმყოფება.
გამომძიებლებს კითხვები მის მიმართ მუქარის შემცველი წერილის შესახებ აქვთ. ეკა გიგაურმა სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.