ეკა ბესელიას განცხადება

ეკა ბესელია საშემოდგომო სესიასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრობს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ახალი მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებაზე.

ეკა ბესელიას განმარტებით, საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებლებისთვის საშემოდგომო სესია ძალიან დატვირთული იქნება.