ეკა ბესელიას გადაწყვეტილება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხი საპარლამენტო უმრავლესობაში შიდა დაპირისპირების მიზეზი ხდება.

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერთა ნაწილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა განცხადება, სადაც ბესელიამ თქვა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის არაგამჭვირვალე პროცესი შეაჩერა.

თანაგუნდელის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული იყო სოფო კილაძე, რომელსაც თავმჯდომარის რანგში ბოლო სხდომაზე ეკა ბესელიამ კარისკენაც კი მიუთითა.

თავის მხრივ, ბესელიას გადაწყვეტილების სხვა მოტივზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე, დეტალების გასაჯაროებას კი სამომავლოდ აანონსებს.

კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმაც, რომელიც ეკა ბესელიამ ნეგატიურ კონტექსტში ახსენა.