ე.წ. ტერორიზმის საქმის განხილვა
ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება ე.წ. ტერორიზმის საქმის განხილვა.
სასამართლოში დღეს რამდენიმე მოწმე უნდა დაკითხონ. დახურული სხდომა 5 საათზე იყო ჩანიშნული. საქმეზე ექვსი ბრალდებულია. ორს გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ოთხს კი ამ უკანონო ორგანიზაციისთვის დახმარების გაწევას ედავება.