საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა.

ექვსი ბრალდებულის საქმეზე სხდომა დაცვის მხარის შესავალი სიტყვით დაიწყო. დღესვე ბრალდების ერთი მოწმე დაიკითხება და როგორც სხდომის დაწყებამდე პროკურორმა აღნიშნა, მოწმე ჩატაევის გარკვეულ განზრახვებს დაადასტურებს.

თუ ვინ არის აღნიშნული მოწმე, ბრალდება არ საუბრობს. დაცვის მხარე კი საკუთარ შესავალ სიტყვაში დაკავებულების უდანაშაულობაზე და საქმის დეტალებზე ისაუბრებს.