ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებს სპორტული სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან

ე.წ.  ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულ საკალათბურთო კლუბ სოხუმის წარმომადგენლებს თავდებში საზოგადოებისთვის ცნობილი პირები უდგებიან.

ადვოკატები დღეს დაკავებული სამი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. დაკავებულ ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილსა და  ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებიან კახაბერ შენგელია, ანატოლი ბოისა, ჯამლეტ ხუხაშვილი, ამბროსი ორმოცაძე და ებრაელთა კავშირის თავმჯდომარე ეზრა პალაკაშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე შუამდგომლობას არ გაიზიარებს, ადვოკატები ალტერნატივის სახით, 5 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულებმა პოზიცია შეცვალეს და ბრალში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებენ.

ხათუნა გაგნიძე თემის დეტალებით.