ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანია

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვის, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამასა და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.