დაკავებულ ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმაში ედებათ ბრალი.
საქმე ეხება 27 მაისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ მათგანს განზრახ მოკვლის მიზნით იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ძმები კაკულიების გვარმა პირველად ნიკო კვარაცხელიას გახმაურებული მკვლელობის დროს გაიჟღერა. მოკლულის დედა ჩვენებებზე დაყრდნობით მისი შვილის მკვლელობის შემკვეთებად სწორედ გურამ და დავით კაკულიებს ასახელებს. როგორც დღეს ხდება ცნობილი, პოლიცია ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებთან შესაძლო შემხებლობასაც იკვლევს. სავარაუდოდ, იგულისხმება სწორედ კვარაცხელიას მკვლელობის რეზონანსული საქმე.