უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში.
სენაკში დატბორილია ქუჩები. ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მშვიდობისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს იქმნება. ისინი სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე საუბრობენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.