ძლიერი წვიმა და შტორმი ევროპაში

ევროპაში მაღალი ტემპერატურისა და ტყის ხანძრების შემდეგ ძლიერი წვიმა და შტორმია.

ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა ესპანეთის კუნძული მალიორკა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და წაქცეული ხეები. ქარს თანდართულმა წვიმამ რამდენიმე უბანი დატბორა. იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში კი ციკლონი „პომპეა“ მძვინვარებს. აქ ძლიერმა ქარმა და წვიმამ შენობების ნაწილი დააზიანა. სინოპტიკოსების პროგნოზით ციკლონი მთელს ქვეყანას გადაუვლის.

უამინდობამ 30 ათასამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ჩეხეთში.

ანომალიური ზაფხული ევროპაში – ნახეთ თამთა რუხაძის სიუჟეტში.