ძლიერი წვიმა ბათუმში

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა და ეზო დაიტბორა. მობილიზებულია ტექნიკა და ხორციელდება ამოტუმბვით სამუშაოები. პარალელურად, იწმინდება სანიაღვრე ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე არსებულ ვითარებას ბათუმის ვიცე-მერი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.