კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ზესტაფონის მოსახლეობის პრობლემებსა და არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ადგილობრივებისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხი ამ დრომდე მოუგვარებელია. მისივე თქმით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს. ჯაფარიძემ შეხვედრაზე მისულებს გეგმებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია.