„ძლიერი საქართველო“ რეგიონებში საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. „ლელოს“ ლიდერები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ. ფიქრია ჩიხრაძემ მოქალაქეებს კოალიციის სამომავლო გეგმები გააცნო და საარჩევნო დაპირებებზე ესაუბრა. მისი განმარტებით, ახალციხეს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც გამოიყენებენ. ასევე ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი და პენსიები გაიზრდება 1 000 ლარამდე. მისი განცხადებით, სახელმწიფოს აღნიშნული დაპირებების შესასრულებლად ყველანაირი რესურსი აქვს.