პრეზიდენტის შეთავაზება გახარია-ხაზარაძეს

15:15, 17.09.2024

გაერთიანდებიან თუ არა წინასაარჩევნოდ მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიები, ამ დრომდე გაურკვეველია. ორ პოლიტიკურ ძალას გაერთიანებისკენ საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა და კონსულტაციებისთვის დღეს ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა. თავად გაერთიანება „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები პრეზიდენტთან მისვლამდე პირისპირ შეხვედრას აპირებენ.

მსგავსი