ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ხუთსართულიან კორპუსს თუნუქის სახურავი გადახადა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, კორპუსის გარდა, სხვა საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არ არის.
ძლიერი ქარი იყო ლაგოდეხის სოფელ ჭიაურშიც. სტიქიამ ორი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.