ძლიერი ქარი სამეგრელოში

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოშიც. წაქცეულმა ხეებმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ, მათი ინფორმაციით, აბონენტებს დენის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავიც. ზარალის დამთვლელი კომისიები ადგენენ ზარალის ოდენობას. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში.