7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, კუნძულ ლამბოკზე ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული. მანამდე, მიწისძვრა ინდონეზიის კუნძულ სიბერუტს დაატყდა თავს.
გეოლოგიური სამსახურების ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას აღწევდა. ეპიცენტრი კუნძულიდან 93 კილომეტრში, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ამ დროის მონაცემებით, ქართველები არ დაშავებულან და საელჩოსთვის არც დახმარების თხოვნით მიუმართავთ.
„მოამბე“ ინდონეზიაში მყოფ ქართველებს დაუკავშირდა და დამატებითი ინფორმაციის მიღებას უშუალოდ ადგილზე მყოფებისაგან შეეცადა.