ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების მიზნით, ქართული მხარე ლიბიაში ვიზიტს გეგმავს

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ლიბიაში ვიზიტს გეგმავენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადა, სადაც უკვე გათავისუფლებულ ერთ მეზღვაურს, ნუკრი ხოხბას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მეზღვაურმა დეტალურად გაიხსენა ლიბიის შემთხვევა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. მეზღვაური ამბობს, რომ ამ დროისთვის დაკავებულები ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

ლიბიის ციხეში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.