ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება იწყება

ბავშვის მომვლელებისთვის რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. მოთხოვნები „ბავშვის დაცვის კოდექსში“ გაიწერა.

ძალაში შედის ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება. ანუ მათ, ვისაც მცირეწლოვნების აღზრდა ევალებათ, სხვადასხვა უწყების მიერ განსაზღვრული რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოუწევთ.

ამ სფეროს დღეს კანონი საერთოდ არ არეგულირებს. დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.