ბავშვზე ძალადობის ფაქტი ფოთში

ძიძას, რომელსაც ჩვილის დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს, ფოთის პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ.

გამოძიების შეკითხვებს უპასხა ბავშვის დედამაც. არსებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ გამოკითხული არიან ის პირები, რომლებსაც შეიძლება რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ბავშვის დედის განცხადებით, ეჭვის საფუძველზე სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა და ძალადობის კადრები თავად ნახა. ვიდეომასალა ინტერნეტში დედამ ატვირთა.