სამძებრო სამუშაოების მესამე დღე ბაკურიანში – მაშველები თოვლის საფარქვეშ მოყოლილ მამაკაცს ეძებენ. ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში მაშველებთან ერთად ადგილობრივი მოხალისეები არიან ჩართული. ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. სამუშაოებს მიუვალი ადგილი და უამინდობა ართულებს.
ზვავი ბაკურიანში მაშინ ჩამოწვა, როცა მთაში სასრიალოდ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთის – 48 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ბაკურიანში და ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ კესო ქაფიანიძეს, რომელიც სამძებრო სამუშაოების შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრებს.