რა შემთხვევაში აჯობებს ათი ორმოცს? თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების 40 დეპუტატი 4 წელიწადში ქალაქში მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესებას გვპირდება. სამი ოპოზიციური პარტია 10 დეპუტატით კი, ხელისუფლების აქტიური ოპონირებისთვის ემზადება და იმედებს საზოგადოების მხარდაჭერაზე ამყარებს.
ორმოცი ათზე დიდი უპირატესობაა, თუმცა უმცირესობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეუძლია მოგება, თუ უმრავლესობა საკუთარ დაპირებებს ვერ შესრულებს.
ძალთა ასეთი განლაგებით იწყებს თბილისის ახალი საკრებულო მუშაობას.