გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ორ პარტიას გამომძიებლების შეკითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა.
მთავარი პროკურატურა იკვლევს, როგორ აღმოჩნდა ნიკა მაჭუტაძის პარტიის და ედპ-ს მხარდამჭერთა სიებში პრემიერ მამუკა ბახტაძის და „ევროპული საქართველოს“ წევრ ბესიკ დონაძის ხელმოწერები. საუბარია იმ სიებზე, რომლებიც მითითებულმა პარტიებმა ცესკო-ში საკუთარი კანდიდატების დასარეგისტრირებლად წარადგინეს. გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებული მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ სიების გაყალბებაში ცესკო-ს ადანაშაულებს. პარალელურად ოპონენტებს შორის დავის მიზეზი ხდება, ვინ იჩივლა მთავარ საგამოძიებო უწყებაში.