ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ბოლნისში მომხდარი ინციდენტის სწრაფ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. გაერთიანების წევრის, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდში გახშირდა. მისივე თქმით, ბოლნისში მომხდარი შემთხვევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობა.