ძაღლისგან დაკბენილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება 67 წლის ქალი, რომელიც ძაღლმა დაკბინა. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტს ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და  დამატებითი ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა მუხლით აწარმოებს უწყება მოკვლევას.