მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტლის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ორი წლის გოგონა, რომელიც მრავლობითი დაზიანებით და სხეულზე დამწვრობით გუშინ გურჯაანიდან გადმოიყვანეს. გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ამიტომ მისთვის ოპერაციის ჩატარება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

არასრულწლოვან გოგონაზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გუშინვე დააკავეს მისი მამა. ბავშვს მრავლობითი მოტეხილობა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დამწვრობა აღენიშნება. ორი წლის გოგონა პანკისის მკვიდრია და ის ადგილობრივ კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებებიდან გამომდინარე, მისი დედაქალაქში გადმოყვანა გახდა აუცილებელი.