დუშეთში ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება.
საუბარია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენებულ 40 სახლზე, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მიმდინარე სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა და დაგეგმილ პროექტებზე, დუშეთის ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრა. პროექტს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ აფინანსებს და მისი ღირებულება ხუთ მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, მიმდინარეობს დუშეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც.