„დუალური პროფესიული განათლების კოორდინაცია“, – კონფერენცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბიზნეს-სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, დარგობრივი ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. მიზანი დუალური პროფესიული განათლების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ ტიპის განათლების დანერგვისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება იყო.