დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღესაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების გარეშე ჩაივლის. შეხვედრას „ქართული ოცნების“ წევრები არ დაესწრებიან.

კომისიის ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში სწორედ ახლა იკრიბებიან. სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. წლის ყველაზე გახმაურებულ საქმეზე საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში უნდა იყოს მზად.

სამუშაო ვერსიის მიხედვით, კომისიის წევრები ახალ გარემოებებზე მიუთითებენ და მ.კ.-ს მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.

გაიზიარებს თუ არა გამოძიება კომისიის არგუმენტებს, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.