#დოსიე „ნაცისტების შთამომავლები. ჯოჯოხეთური მემკვიდრეობა“
შვიდ ათეულ წელზე მეტი გავიდა, რაც მსოფლიომ ნაცისტების მიერ 6 მილიონი ებრაელის, ისტორიაში ყველაზე შემზარავი გენოციდის შესახებ შეიტყო.
ომის დასრულების შემდეგ ცოცხლად დარჩენილი დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯნენ. მოკავშირეების მიერ განადგურებული გერმანია, თავისივე ყოფილი მტრების დახმარებით სრულიად სხვა, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ, ჰუმანურ და სამართლიან ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა წინაპრების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, დღემდე მძაფრად განიცდის და ინანიებს.
განსაკუთრებით მთავარი დამნაშავეების – გერინგის, გებელსის, ჰიმლერის და სხვა მთავარი მონსტრების შთამომავლები.
მათი ნაწილი ებრაელებზე დაქორწინდა, კონფესია შეიცვალა და ისრაელში გადასახლდა სხვა, ასობით გერმანელის მსგავსად, რომელებმაც წინაპრების ცოდვები თავის თავზე აიღეს და ცხოვრება მონანიებას მიუძღვნეს.
ერთ-ერთი მათგანია, ჰიტლერის მარჯვენა ხელის, ჰერმან გერინგის უმცროსი შვილიშვილი მატიას გერინგი.
მონანიების საშუალებით იდენტობის ძებნის მცდელობა ისრაელის მიწაზე, მიკაელ გრინშპანისა და მარი პიერ რამბოს დოკუმენტურ ფილმში „ნაცისტების შთამომავლები. ჯოჯოხეთური მემკვიდრეობა“, პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“
დოსიე