დონალდ ტრამპის განცხადება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ის ნოემბრის არჩევნებში არ გაიმარჯვებს, „სისხლის ნიაღვარი“ დადგება. ამის შესახებ მან ოჰაიოში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტრამპი სიტყვით გამოსვლისას ჩინეთთან ავტოინდუსტრიის სფეროში „სავაჭრო ომის“ გაძლიერებასთან დაკავშირებით საუბრობდა. მან ასევე ჩინეთის ლიდერს მიმართა და განაცხადა, რომ აშშ-ი ჩინეთის წარმოებულ ავტომანქანებზე 100-პროცენტიან ტარიფს დააწესებს. მოგვიანებით, ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლივიტმაენბისი ნიუსს“ განუმარტა, რომ ბაიდენის პოლიტიკა „ეკონომიკურ სისხლის ნიაღვარს“ სწორედ ავტოინდუსტრიისთვის შექმნის. ტრამპის განცხადებას ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბში გამოეხმაურნენ და მას 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმი შეახსენეს.