ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ტექსასის შტატისა და მექსიკის საზღვარზე ეროვნული გვარდიაა მობილიზებული.
დონალდ ტრამპმა შიდა უსაფრთხოების სამსახურს ამ ინიციატივით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
გადაწყვეტილებამ თეთრ სახლსა და ოფიციალურ მეხიკოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.
მექსიკის პრეზიდენტი ტრამპს მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვს.