დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე, ყოველწლიური მიმართვით თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში, პირველად წარდგა.  თავის გამოსვლაში მან “დემოკრატებს” თანამშრომლობა შესთავაზა ამერიკელების დასაცავად, რადგან, მისი თქმით, „ამერიკელებიც მეოცნებეები არიან“. თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ არასდროს ყოფილა უკეთესი დრო ამერიკული ოცნების ასასრულებლად.

ტრამპის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ სირია და ერაყი ტერორისტებისგან თითქმის 100%-ით გაწმინდა. ამასთან დაკავშირებით, მან კუბაზე გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ ბარაკ ობამას ბრძანებულება გააუქმა და ჯეიმს მეტისს ტერორისტების დასაკავებლად იქაური იზოლატორების გამოყენებისკენ მოუწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კონგრესს, შეწყვიტოს თავდაცვის უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირება და სრულად დააფინანსოს აშშ-ის არმია. თეთრი სახლის ლიდერმა აშშ-ის ეკონომიკისა და სოციალური საკითხების შესახებაც ისაუბრა.