დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რაკეტებისადმი უგუნური მისწრაფება მალე ჩვენს ქვეყანასაც დაემუქრება 
დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რაკეტებისადმი უგუნური მისწრაფება მალე ჩვენს ქვეყანასაც დაემუქრება 

დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ საფრთხეზეც ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არც ერთ რეჟიიმს არ შეუვიწროებია საკუთარ მოქალაქეები ისე სასტიკად, როგორც ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს.

„ჩრდილოეთ კორეის ბირთვული რაკეტებისადმი უგუნური მისწრაფება მალე ჩვენს ქვეყანასაც დაემუქრება“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამერიკა ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.

პრეზიდენტის თქმით, წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ თვითკმაყოფილებამ და დათმობამ ქვეყანა მხოლოდ პროვოკაციებამდე და აგრესიამდე მიიყვანა. ტრამპი პირობას დებს, რომ არ გაიმეორებს წინა ადმინისტრაციის შეცდომებს.