დონალდ ტრამპი ირანისთვის სანქციების მოხსნის რეჟიმის შენარჩუნებას ბოლოჯერ მოაწერს ხელს
დონალდ ტრამპი სანქციების მოხსნის რეჟიმის შენარჩუნებას ბოლოჯერ მოაწერს ხელს. მისი გადაწყვეტილებით, ირანის ბირთვული შეთანხმების ხელმომწერებს, ხელშეკრულების ხარვეზების აღმოსაფხვრელად 120 დღე ექნებათ.
ტრამპის თქმით, ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მხოლოდ ორი გზა არსებობს – შესწორდეს გარიგების კატასტროფული ხარვეზები, ან ამერიკა შეთანხმებას დატოვებს. ამავდროულად, შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს.
ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ქვეყანაში არსებულ ცენზურასთან დაკავშირებით, სანქციების სიაში 14 ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირი დაამატა.