აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს 
აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს 

ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ქვეყანაში არსებულ ცენზურასთან დაკავშირებით სანქციების სიაში 14 ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირი დაამატა.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სანქციების მოხსნის რეჟიმის შენარჩუნებას ბოლოჯერ მოაწერს ხელს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ირანის ბირთვული შეთანხმების ხელმომწერებს ხელშეკრულების ხარვეზების აღმოსაფხვრელად 120 დღე ექნებათ.