ტრამპისა და ნაზარბაევის შეხვედრაზე სირიასა და ავღანეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ

11:55, 13.01.2018

სირიასა და ავღანეთში არსებულ მდგომარეობას, ასევე რუსეთთან ურთიერთობებს განიხილავენ ვაშინგტონში აშშ-ისა და ყაზახეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნურსულთან ნაზარბაევი აშშ-ს 16-18 იანვარს ესტუმრება.

ტრამპი და ნაზარბაევი ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ვითრებაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. აშშ ყაზახეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური დ საინვესტიციო პარტნიორია. ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 26 წლისთავს აღნიშნავს.

მსგავსი