„დონ კარლოსი“ - პრემიერა ოპერის თეატრში

თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრში საპრემიერო სამზადისია.

15 თებერვალს მაყურებელი ჯუზეპე ვერდის „დონ კარლოსის“ ყველაზე ცნობილ დადგმას იხილავს. ეს არის პარმის რეჯიოს თეატრის ცნობილი ვერსია.

სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის თბილისს ცნობილი იტალიელი დირიჟორი, მაესტრო ჯაკომო საგრიპანტი ესტუმრა.