დოდო გუგეშაშვილზე და მის შვილზე თავდასხმის ზუსტი მოტივი კვლავ უცნობია
დაჭრილ დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, თუმცა, გუგეშაშვილი მართვითი სუნთქვის აპარატზე აღარ არის შეერთებული.
მისი მეგობრები მთელი დღის განმავლობაში ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე დღის წინ გუგეშაშვილზე და მის შვილზე თავდასხმის და მომხდარი მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერ ისევ უცნობია.
ასევე უცნობი რჩება, როდის დაიკითხება დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი. ის ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და პალატაში, სავარაუდოდ, ხვალ გადაიყვანენ.