დოდო გუგეშაშვილი იმედოვნებს, რომ მოკლე დროში მისი შვილის მკვლელობაზე ახალი გარემოება გამოიკვეთება

დოდო გუგეშაშვილი იმედოვნებს, რომ მოკლე დროში მისი შვილის მკვლელობაზე ახალი გარემოება გამოიკვეთება. განცხადება გუგეშაშვილმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გარკვეულ საკითხებზე საუბარი იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სიახლე გამოკვეთილი არ არის. გუგეშაშვილის თქმით, უწყებაში საუბრის ძირითადი ნაწილი ეხებოდა იმ ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც მისი საზღვრის კვეთას უკავშირდება. თუმცა, ასევე საუბარი შეეხო მისი შვილის მკვლელობას. როგორც გუგეშაშვილი ამბობს, ამ მიმართულებით რაიმე ახალი გარემოება ჯერ გამოვლენილი არ არის.