მუნიციპალიტეტში გვიან ღამემდე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება. მოკვლევა ჩატარდება დმანისში ჟურნალისტების დაზიანების ფაქტზეც. დაპირისპირების მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ. დმანისში გუშინ ვითარება დილიდანვე დაიძაბა. ადგილობრივებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
შერიგების ნიშნად, დაპირისპირებულებმა დმანისის მერიის შენობაში ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გაღვივება დაუშვებელია. დმანისში იმყოფებოდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელიც. ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მოსახლეობას მშვიდობიანად ცხოვრება სურს და ამისათვის ადგილობრივები მზად არიან.