ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე

5 ივლისის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი ოთხ აპრილს გამოცხადდება. საუბარია საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალაიაშვილის და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაზე. ამ ეპიზოდზე ბრალდებულია შვიდი პირი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამს და ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.