პარლამენტში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება იმართება, მას ესწრებიან ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა.
ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება სენაკში, მის მშობლიურ ქალაქში. ჟიული შარტავას მუზეუმში შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მათ დაათვალიერეს შარტავას ცხოვრებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, მოისმინეს მისი მეგობრების, ახლობლების მოგონებები
ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთავში. ბიუსტი ყვავილებით შეამკეს მერიისა და საკრებულოს წევრებმა. სკოლის მოსწავლეებმა კი გაიხსენეს მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. ჟიული შარტავას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რუსთავის აღმშენებლობაში.